თანამშრომელთა დასწრების კონტროლის აპარატულ- პროგრამული ონლაინ პლატფორმა

Kadrebi.ge-ის HR ადმინისტრირების სისტემის ონლაინ პლატფორმა

დააჩქარეთ ბიზნესის განვითარება და გაციფრულება kadrebi.ge- ის ავტომატიზებული სისტემის დახმარებით., გაეცანით პროგრამა kadrebi.ge- ის, რომელიც გაგიმარტივებთ ადმინისტრაციული პროცესების აღრიცხვას და მართვას.

Kadrebi.ge-ის პერსონალის ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მარტივად ინტეგრირდება თქვენ მობილურ ტელეფონებშიც, ზედმეტი მოწყობილობების გარეშე და აღრიცხვის წარმოება ხდება მარტივი მეთოდით-ონლაინ.

რეპორტების მიღება, სხვადასხვა ინფორმაციების მიღება/ შენახვა მარტივად. სამუშაო საათების და ცვლების განსაზღვრა., უზრუნველყოფს შვებულების მოთხოვნის შესაძლებლობას თანამშრომლის მხრიდან, ხოლო ადმინისტრატორი შეძლებს დადასტურებას ან უარყოფას. ნამუშევარი საათების ნახვა ნებისმიერი დღის/თვის ჭრილში. Kadrebi.ge-ის აღნიშნული ელექტრონული სისტემით მომსახურების მიღება შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად შედარებით იაფად სხვა კონკურენტი პროგრამული ონლაინ პლატფორმებისგან განსხვავებით. სრულად მორგებულია მომხმარებლების ინდივიდუალურ მითხოვნებზე.

თანამშრომელთა დასწრების სისტემა თავისი ელექტრონული მართვის სისტემით- არის საუკეთესო გადაწყვეტა ბიზნესისთვის, რომელსაც სურს გააკონტროლოს თავისი პერსონალის მოსვლა-წასვლა, ნამუშევარი საათები, ნებისმიერ დღის/თვის ჭრილში მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად.

შრომის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ელექტრონული აღრიცხვის სისტემები ამ პროცესს უფრო ამარტივებს.

სამუშაო დროის ადმინისტრირება და აღრიცხვა, როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის ინტერესშია. Kadrebi.ge -ს ელექტრონული პლატფორმით აღრიცხვიანობა ხელს უწყობს მხარეთა ურთიერთობაში გამჭვირვალობას, რაც სამომავლოდ შრომითი დავების პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა., აღნიშნული სისტემა ადამიანური და დროის რესურსის ხარჯვასთან ასოცირდება

პირველ რიგში აღსაღნიშნავია, რომ პროდუქტი 100% საქართველოში იწარმოება და არ ვართ დამოკიდებული სხვა მწარმოებლებზე. ამის გამო პროდუქტი შედარებით იაფია და სრულად მორგებულია მომხმარებლების ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.

თანამშრომელთა რეგისტრაციისთანავე სისტემა მზადაა დასწრების აღრიცხვისთვის, დასწრების აღრიცხვა ხდება ბარათის/ჩიპის გამოყენებით, გატარება ხორციელდება მინუმუმ დღეში 2-ჯერ, აუცილებელია დაფიქსირდეს თანამშრომლის სამსახურში გამოცხადების დრო და სამსახურიდან წავლის დრო, რის მიხედვითაც მოხდება ნამუშევარი საათების დაანგარიშება. ბარათის გატარებისას მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება სახელი, გვარი, გატარების ადგილი, თარიღი და ზუსტი დრო (წამის სიზუსტით)

პროგრამული HR ადმინისტრირების ონლაინ სისტემა

მოწყობილობის პროგრამაში ავტომატურად აისახება თანამშრომელთა სამუშაო დროის მონაცემები წამის სიზუსტით და შემდეგ რეპორტი მიიღება სწორედ იმგვარად, როგორც რეგულაციები ითვალისწინებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია, დაგვია

ნებით გასვლის, გვიან მოსვლის, სრული ნამუშევარი საათებისა და დამატებით შესრულებული სამუშაო საათების აღრიცხვა. პროგრამაში შესაძლებელია თანამშრომელთა შესახებ მონაცემების შეყვანა, დეპარტამენტების მიხედვით მათი დახარისხება.

აღრიცხვის მეთოდები:

სისტემას აქვს აღრიცხვის სხვადასხვა მეთოდი, 1) შესაძლებელია აპარატის მეშვეობით, (რომელიც სრულად საქართველოში ეწყობა)- ბართით/ჩიპით/კოდით და აპარატის გარეშე ელექტრონულად (ვებ-გვერდი, ტელეფონი კლიკების მეშვეობით) სისტემის გამოყენებით. სისტემით სარგებლობა შესაძლებელია როგორც კომპიუტერიდან ასევე მობილური ტელეფონის მეშვეობით.

ადამიანური რესურსების ადმინისტრირება

აღრიცხვის წარმოება მატერიალური ფორმით დამეთანხმებით მეტ ძალისხმევას და ადამიანურ რესურსს მოითხოვს., დამსაქმებლებს, რომლებსაც არ ჰყავთ კონკრეტული ფუნქციების შემსრულებელები თანამშრომლები, მათ დასჭირდებათ აღნიშნულ საქმეზე გამოყონ ახალი კადრი, რათა ხელით მოხდეს თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება.

ამ სისტემის გამოყენება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია., ინსტალაცია და ტრენინგი ძალიან მოკლე დროში არის შესაძლებელი.

საჭირო რეპორტები და სამუშაო განრიგი/ცვლა

პროგრამა არის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი პროგრამა და მარტივად მოსახმარი. აღნიშნული მოწყობილობის და სისტემის გამოყენება დაგაზოგინებთ დროს და მოგცემთ საშუალებას, რომ სრული სიზუსტის დაცვით მიიღოთ რეგულაციების მიხედვით საჭირო რეპორტები, შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი თანამშრომლის მოსვლა-წასვლა, ნამუშევარი საათები, ნებისმიერი დღის/თვის ჭრილში.მარტივად აღრიცხეთ თანამშრომელთა ზეგანაკვეთური სამუშაო საათები, მივლინებები, შვებულება, დისტანციური სამუშაო და ა.შ

ასევე შესაძლებელია მიეთითოს თითოეული თანამშრომლის შვებულება/დეკრეტი/ბიულეტენი შესაბამისი დროის პერიოდის განსაზღვრით. გამოყოფილია ოფიციალური უქმე დღეები.

სისტემა იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელი სამუშაო დროის დაწყებამდე ადრე დააფიქსირებს ბარათს/ჩიპს ან პირიქით დასრულების დროს გადააცილებს და მერე გაატარებს ბარათს, ამ შემთხვევაში სისტემა ამის რეპორტს მიიღებთ., მაგრამ ხელფასის ავტომატურად დაანგარიშების დროს მხედველობაში არ მიიღება., გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რაც გამოიხატება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთშეთანხმებით

Kadrebi.ge ის ონლაინ პლატფორმა მოსახერხებელია იმ კომპანიებისთვისაც, სადაც ხშირია სხვადასხვა სამუშაო გრაფიკების მქონე თანამშრომელთა რაოდენობა. უფლებამოსილ პირს შეუძლია მარტივად შეადგინოს ამა თუ იმ ჯგუფის სამუშაო გრაფიკი და ასევე ინდივიდუალური განრიგები, შესაძლებლობა ექნებათ ცვლილებები შეიტანონ გაწერილ განრიგში., ასევე შეუზღუდავია სამუშაო ცვლის შექმნა.

ხელფასების ავტომატური დაანგარიშება

სისტემა საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო, რადგან თვის ბოლოს ჩვენი სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს თანამშრომელთა საათობრივ თუ ფიქსირებულ ხელფასებს, ყველა საჭირო დოკუმენტის , ინდივიდუალური ხელშეკრულებების და არსებული დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით.

მონაცემთა გამარტივებული ექსპორტი Excell-ის ფორმატში

პროგრამულ პროდუქტს შესაძლებლობა ექნება დააგენერიროს წინასწარ განსაზღვრული

ყველა საჭირო რეპორტი დროის ნებისმიერ შუალედში, როგორც კონკრეტული ლოკაციისთვის, ისევე მთელი ორგანიზაციისთვის. რეპორტის სახით შეიძლება წარმოდგენილი იქნას ორგანიზაციის სრული საშტატო განრიგი მონაცემთა ბაზაში არსებული ნებისმიერი მონაცემის გამოტანით.

მარტივად მოხდება დასწრების ტაბელის გენერაცია და ექსპორტი პოპულარულ MS-Excell ფორმატში სამუშაო პერიოდის სრული დიფერენციაციით, სადაც გამოიყოფა ნორმირებული სამუშაო საათების რაოდენობა დღის და ღამის პერიოდში, ასევე გამოყენებული შესვენებისა და ოვერთაიმის საერთო ჯამი დროის ნებისმიერ შუალედში.

თანამშრომლის ინტერფეისი

თითოეულ თანამშრომელს ექნება ინდივიდუალური პირადი კაბინეტი, სადაც შეეძლებათ მარტივად გააკონტროლონ პირადი სამუშაო საათები და გაეცნონ ნამუშევარი დღის რეპორტს., გადაამოწმონ სხვადასხვა აღწერილი ინფორმაციების სისწორე. შეავსონ შვებულების განაცხადი და სხვ.

თანამშრომელთა დაგვიანების შემთხვევაში, ავტომატურად უგზავნის შეტყობინებას, რომ დააფიქსიროს ბარათი ან კომენტარის სახით ჩაწეროს დაგვიანების მიზეზი. სამუშაო დღის ბოლოს თითოეული თანამშრომელი მიიღებს მოკლეტექსტურ შეტყობინებას დღიური ნამუშევარი საათების შესახებ. თანამშრომელს შეუძლია საჩივრის, განაცხადის გაგზავნა მენეჯერთან სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე

შესაძლებელია გარკვეული დღეების გასვლის შემდეგ ხელფასის ნახვა და ასევე შეუძლიათ ნახვა თუ რამდენი დღე გამოიყენეს შვებულების და რამდენი დარჩათ.

ხელმძღვანელის ინტერფეისი

თანამშრომელების ნამუშევარი დროის რეპორტის ნახვა თანამშრომლების მიერ გაგზავნილი განაცხადის მიღება დადასტურება თანამშრომლების შესახებ განახლებული ინფორმაციის არსებობა ონლაინ კონტროლი-ინფორმაციის მოძიება დროის ნებისმიერ მომენტში უფლებამოსილ პირს შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი თანამშრომლის დამატებითი ინფორმაცია დროის ნებისმიერ მომენტში, ასევე ხელფასების და თანამდებობრივი პოზიციის ცვლილება.

შექმენით ქსელი თქვენს სამუშაო სივრცეში არსებულ დაშვების სისტემებსა და ჩვენს მოწყობილობებს შორის.

შეგიძლიათ მთვარ შესასვლელ კარზე და ასევე თქვენთვის სასურველ ადგილას მონტაჟი (შესაძლებელია კარის ჩაკეტვის ფუნქციის ჩართვაც) შლაგბაუმის გამოყენება ჩვენი სისტემით.

მონაცემების ცვლილება

უფლებამოსილ პირს შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი თანამშრომლის დამატებითი ინფორმაცია დროის ნებისმიერ მომენტში, ასევე ხელფასების და თანამდებობრივი პოზიციის ცვლილება.

ნებისმიერი ოპერაცია/ტარება ლოგირდება, ანუ დეტალურად ინახება ცალკე მონაცემთა ბაზაში, თითოეული ოპერაციის ჩატარების თარიღი, დრო, კომპიუტერი, ოპერატორი და დეტალური ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის შესახებ.

დამატებითი ფუნქციონალი

კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩაშენება სისტემაში. მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია დასწრების აღწერა განხორციელდეს პირადობის ბარათებისა და სხვადასხვა საბანკო ბარათების გამოყენებით. ანგარიშგების მოდულის მორგება და ახალი დამატებითი ფუნქციების დამატება კომპანიის საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე.

Kadrebi.ge- ს სისტემა საშუალებას აძლევს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს მუდმივად ჩართული იყვნენ ადმინისტრაციულ პროცესებში.,

Kadrebi.ge წარმოადგენს კომპანია „ნეთ სითის“ პროდუქტს. კომპანია ნეთ სითი არის ქართული სტარტაპი, რომელიც 2018 წლიდან აქტიურად ოპერირებს ბაზარზე და სხვადასხვა ფუნქციურ ტექნიკურ აპარატების დამზადებას ახორციელებს საქართველოში, რომელიც უშუალოდ კომპანიაში იქმნება, როგორც აპარატი ასევე მისი პროგრამულად უზრუნველყოფა ადგილზე ხდება.

საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ლიფტებისთვის აპარატების დამზადება (საბარათე სისტემა)., gsm დომოფონების და პერსონალის დასწრების კონტროლის აპარატულ-პროგრამული პლატფორმის უზრუნველყოფა..

გთავაზობთ თითოეულ სერვისზე მომსახურებას შეღავათიანი ტარიფებით და საკმაოდ მაღალი ხარისხით.